მესამე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომლებიც ეძღვნება, საერთაშორისო სამართლის სკოლის დაამარსებლის, აკადემიკოსისა და პროფესორის ლევან ალექსიძის ხსოვნას, "Advancing Human Rights and Safeguarding Minority Protections: International Framework and Domestic Legislation", ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2024 წლის 4 ოქტომბერს. ღონისძიება დააორგანიზა იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა.
კონფერენციამ მოუყარა თავი საერთაშორისო სამართლის მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან, მათ შორის ავსტრიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან და იტალიიდან, ასევე სტუდენტებს სამი მეზობელი ქვეყნიდან — სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.
კონფერენციაზე ძირითად მომხსენებლათ ბრძანდებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები სამართლის დოქტორი პროფესორი ლადო ჭანტურია და სამართლის დოქტორი პროფესორი ანია ზაიბერტ-ფორი (გერმანია).
პანელზე გამომსვლელები იყვნენ წამყვანი ლექტორები, მკვლევარები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, მათ შორის: სამართლის დოქტორი ბენედიკტ ჰარცლი, სამართლის დოქტორი პროფესორი იურგენ პირკერი, სამართლის დოქტორი კირიაკი ტოპიდი, სამართლის დოქტორი ასოცირებული პროფესორი ალესანდრო ბუფალინი, სამართლის დოქტორი კატარზინა ზომბორი, სამართლის დოქტორი პროფესორი კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი პროფესორი დავით პატარაია, სამართლის დოქტორი პროფესორი ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე, სამართლის დოქტორი ასოცირებული პროფესორი მაია ბითაძე.
კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირქტორი ირინე ქურდაძე.
კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომლის დროსაც წამოჭრა ინოვაციური იდეები თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აფასებს მოსამართლე ლადო ჭანტურიას კონფერენციის მოწყობაში შეტანილ წვლილსა და მხარდაჭერას.